მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველო“ ოპოზიციას მოუწოდებს, მაჟორიტარობის კანდიდატებზე კონსულტაციები გააგრძელონ

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოს“ წევრი

„ევროპული საქართველო“ დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, მაჟორიტარობის კანდიდატებზე კონსულტაციები გააგრძელონ და რეგიონებშიც ერთიანი კანდიდატები წარადგინონ.

„მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში.

არ გვინდა, რომ კარი დავუხუროთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში, შემოგვიერთდნენ და კვლავ გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ეს მათი სურვილი არ იქნება, ხაზს ვუსვამ, ყველა სხვა დანარჩენი პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ, ერთიან ფორმატში შევჯერდეთ და უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისის შემთხვევაში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.