მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპულმა საქართველომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, არმაზ ახვლედიანი დაასახელა

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

„ეს ადგილი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რადგან მეოთხედი საუკუნის წინ, აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ვასწავლიდი პოლიტოლოგიას და მაშინ მხოლოდ იმიტომ, რომ საგანთან ერთად ვქადაგებდი თავისუფლებას, მე მგლის ბილეთით გამაძევეს უნივერსიტეტიდან“, - თქვა მან.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის რა არის გუნდურობა.