მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს

ოპოზიციის აქცია ცესკოსთან 2020 წელი - Pia.ge

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ალეკო ელისაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებულ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მაქსიმალურად ეცდებიან ადგილზე ვითარების განმუხტვას:

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერები, მაქსიმალურად ვეცდებით ვითარების დაწყნარებას და ამ ტერიტორიიდან ხალხის გარიდებას. ისინი რომ დაუნობლები, უღმერთოები არიან და ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ დაიცვან თამარ ჟვანია, ხმების ქურდი და დაიცვან ნაქურდალი ხმები, ამას ვხედავთ. გვინდა, მაქისმალურად გამოვარიდოთ ხალხი. არ გვინდა, რომ აქციის მონაწილეები დაშავდნენ. სპეცრაზმი დაერია ხალხს და ურტყამენ. გვინდა ვითარება განვმუხტოთ ,მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დავზიანდით არანორმალური, ჯოჯოხეთური წყლის ჭავლისგან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ წინააღდმეგ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.