მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რომელსაც ერთდროულად 1200 პაციენტის მომსახურება შეუძლია

საქართველოს პრემიერი 2020

"რეანიმატოლოგები დღეს ქვეყანაში გვყავს 488, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება", - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში 297 სტაციონარი არსებობს. მისივე თქმით, რესპირატორული დავაადებებისათვის აღჭურვილი სპეციალური სასუნთქი აპარატებით 1749 ერთეული საწოლი ადგილი არსებობს.

"გარდა ამისა, რეანიმატოლოგები დღეს ქვეყანაში გვყავს 488, რომლებსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება. ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256, დღეში შეუძლია 853 ინფექციური პაციენტის მართვა. საწოლების, სასუნთქი აპარატების და რაც მთავარია ექიმების საშუალო რაოდენობის, რომ გამოვიყვანოთ, გვქონდა გარკვეული მოცულობა, რომელსაც ვხედავდით, რომ ქვეყანას შეუძლია ამ მოცულობის კოვიდით დაავადებული პაციენტების მართვა", - განაცხადა გახარიამ.