მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია კანდელაკს: თავს იბრაზებთ, კინაღამ შარვლიდან ამოხტით

გიორგი გახარია და გიორგი კანდელაკი

„თქვენ თავს იბრაზებთ, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ არის“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიორგი კანდელაკს პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციის დასმულ კითხვებს პასუხობს.

პრემიერი აქვე დასძენს, რომ პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას მას ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივად დასმული კითხვა სამწუხაროდ არ ახსოვს.

„რთულია ეს ყველაფერი. მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ. აქ რომ ვდგავარ, ჩემს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ ვიაზრებ. თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი, რაღაც შინაარსი მეპოვნა. უმძიმესია, როდესაც ოპოზიცია, რომელიც თავის თავს რატომღაც ძირითად ოპოზიციას ეძახის, იმდენად არის შინაარსისგან დაცლილი, მთელი დღეა თემები აქვს - გავრილოვი, გარდაცვლილი ადამიანების ტრაგედიები. სერგო რატიანი კერზაიების ტრაგედიით სპეკულირებს უკვე მეორე წელია, აქ საერთოდ მორალი სად არის?“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.  

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა.