მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ქვეყანაში რთული სიტუაციაა 

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში რთული სიტუაციაა, თუმცა ეს ყველაფერი მართვადია. 

„ჩვენ, ისევე როგორც აგვისტომდე, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

სადღაც სექტემბერში ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა, ეპიდემიასთან და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, ჩაერთო მნიშვნელოვანი კომპონენტი - პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისი განსაზღვრული იყო იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე, შემდეგ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს და დააფიქსირეს რამდენიმეჯერ ჩვენი ქვეყნის და ქალაქების სხვადასხვა ქუჩებში.

საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ექიმების ამოცანაა საქართველო დავუბრუნოთ შედარებით ისეთ მაჩვენებლებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. საქართველო ამ პერიოდში იყო ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის თვალსაზრისით.

დღეის მდგომარეობით ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი - პირველი, ეს არის სრული ლოქდაუნი, მეორე, არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე როგორც ვაგრძელებთ, მესამე, უფრო ეფექტური, წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებას.

წერტილოვანი შეზღუდვები ნიშნავს, მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, როდესაც კორონავირუსის პირველი ტალღა იყო, მსოფლიოში არავინ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა შეზღუდვები. დღეს კი, მთავრობას 2 თვიანი კონკრეტული გეგმა აქვს, კონკრეტული თარიღებით და კონკრეტული ღონისძიებებით.

„ეს არის დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება

🔶 ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

🔶 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - სია