მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ზოგისთვის პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ დროს პოლიტიკური პოპულიზმი მაღალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეპიდემიას, ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, საარჩევნო წელია, ქვეყანა არის ოკუპირებული, ბორდერიზაცია მიმდინარეობს ყოველდღე.

"ამ პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი უკვე საფრთხის შემცველი კი არ ხდება, უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია. ეს არის ობიექტური რეალობა. რეალურად, რაც აქ ხდება, ამის შედეგად, პირველ რიგში ზარალდება ქვეყანა, იმიტომ, რომ ოპონირების ფასი ჩვენთვისაც, მმართველი ძალისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაგრამ, როდესაც ეს ოპონირება ხდება დემაგოგიური და პოპულისტური, გამოდის, რომ ჩვენ სამწუხაროდ ადგილზე ვდგავართ და ვტკეპნით ერთიდაიგივე ადგილს. ოპოზიცია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება იმის შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკო, სიღარიბის და გაჭირვების გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები აკრიფო, უბრალოდ ამორალურია. მესმის, ზოგიერთის პოლიტიკური მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია. ჩვენ როგორც ჩანს სხვანაირად ვფიქრობთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სხდომაზე, სადაც ის ინტერპელაციის წესით მივიდა