მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა იმის შანსი, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს წარმომადგენელი

პარტია „ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე თვლის, რომ გიორგი გახარიას გადადგომამ პოლიტიკური კრიზისიდან გასვლის შესაძლებლობა შექმნა.

„მე გამიჩნდა განცდა, რომ გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა შანსი იმის, რომ ჩვენ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან რაც შეიძლება მალე. ეს განცდა მე მყარად მაქვს, იმიტომ რომ გახარიამ დღეს დილით ცალსახად მიანიშნა იმაზე, რომ მისივე გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს რადიკალური ფრთა, რომელიც ესკალაციის მომხრეა და არსებობს ზომიერი ფრთა, რომელსაც წარმოადგენდა გახარია,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ გახარიასთან ერთად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და გააცნობიერებენ, რომ ამ პროცესის გაწელვა და სიჯიუტე მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას და თავად „ქართულ ოცნებასაც“.

„მისმა გადადგომამ შეგვიქმნა ისეთი გარემო, რომ შესაძლებელია დიალოგის განახლება, რამდენადაც შეგვეცვალა მოცემულობა, დაპირისპირებას მოჰყვა გახარიას გადადგომა, რომელმაც თავის მხრივ „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა სიგნალი, რომ საჭიროა შეთანხმება ოპოზიციასთან,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა