მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო პარტიაში მისი დარჩენა“ - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარტიული თანამდებობის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა თანაგუნდელ გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო პარტიაში მისი დარჩენა.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, ის პატივს სცემს გიგა ბოკერიას აზრს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს.

ბაქრაძე განმარტავს თუ რატომ მიიღო პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.

„მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, „ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან - წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც.

განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

🔴 გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვეს