მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენერალი ბრიდლოვი: საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა

ამერიკელი გენერალი ბრიდლოვი

„საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა“, - ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბრიდლოვის თქმით, დიდმა სამხედრო ძალამ საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ევრაზიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შეეცვალა.

გენერალი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში ქვეყნის დასავლური სწრაფვების შესაჩერებლად შეიჭრა.

„ყოვლთვის, როდესაც რუსეთის მეზობელი ქვეყნები ფიქრობენ დასავლეთთან დაახლოებას, საკუთარი ეკონომიკების დასავლეთთან შერწყმას, დასავლური სამხედრო შესაძლებლობების შემუშავებას და ამბობენ, რომ ნატოში ან ევროკავშირში სურთ გაწევრიანება, რუსეთი ერთ ბერკეტს იყენებს. ჩვენ ამას ხშირად “რუსეთის ვეტოს” ვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში იჭრება და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახდენს“, - აცხადებს გენერალი.