მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის რთული იქნება

თავდაცვის მინისტრი

„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენს სხვა რეალობაში ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდა მართვით სადავეებს, სრულად გაემიჯნა გუნდს და პოლიტიკას.

მისი განცხადებით, ივანიშვილის მოღვაწეობა უდიდესი ქველმოქმედებაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2011 წლამდე, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსულიყო.

„ყველაზე დიდი ქველმოქმედება, ალბათ, რაც მან განახორციელა, ეს იყო მოღალატე, მკვლელი, მჩაგვრელი რეჟიმის, სისტემის დამსხვრევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ივანიშვილმა გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა რეალურ დემოკრატიას.

„ჩვენ არ გვახსენდება პრეცედენტი იმისა, რომ მმართველს, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, საკუთარი ნებით დაეთმოს ის, მით უმეტეს, მესამედ უპრეცედენტოდ მოიგო არჩევნებში, მიიღო ლეგიტიმაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან - ყველამ აღიარა, მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ამის ფონზე, იგი ამბობს უარს და საბოლოოდ გადის პოლიტიკიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა და დღევანდელი გადაწყვეტილებითაც ის ე.წ. Game Changer-ია.

„ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის - ოპოზიციასა თუ მმართველ ძალაში რთული იქნება. იმის თქმა მინდა, რომ ხალხი დიქტატურას ვერასდროს ვეღარ მიიღებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

🛑ბიძინა ივანიშვილი: ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია