მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში

თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში.

"ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი სტრატეგიული ფასეულებებისა და ღირებულებების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირების მაღალ ხარისხს. არსებულ საფრთხეებთან გამკლავებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენისტეტის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი და ეფექტური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიებება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ჩვენ ხელვმძღვანელობთ ევროპული პრინციპებითა და დასავლური ღირებულებებით. სწორედ ნატო-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტრო სგანვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარდგენისას.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს თვაისი ჯარისკაცებით მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული.

"საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.