მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: მაჭავარიანი ადგა და მოტყდა ტექნიკურად

პოლიტოლოგი

„ჩვეულებრივ მედროვესთან გვაქვს საქმე, იყო და წავიდა“,- ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი PIA.GE-სთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომას.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებაზე, სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა იმოქმედა.

„ეს ხალხი ყველანი არიან პირობითი „ქართული ოცნების“ წვერები, „ქართული ოცნება“ სულ სხვა რამე იყო. ესენი არიან ფუნქციონირებითი ჩინოვნიკები. არ მგონია, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად რამეს წარმოადგენდეს, ან რამე პოლიტიკური ინტერესი ჰქონდეს. ჩვეულებრივ მედროვესთან გვაქვს საქმე, იყო და წავიდა.

შეიძლება იმიტომ, რომ ვეღარ ხედავს პერსპექტივას - ლარი გარბის, ვერ იჭერს, იცის, რომ ბიუჯეტს ვერ შეავსებს. იცის, რომ ძალიან სერიოზულ შარშია და ამიტომ გაძვრა. სრულიად ცხადია, რომ უზარმაზარი პრობლემები იქმნება, ადგა და მოტყდა ტექნიკურად“,- აცხადებს ექსპერტი.

ივანე მაჭავარიანმა ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე ერთად მართავენ ქვეყანას“- გია ხუხაშვილი