მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს პირდაპირ მავნებლური პოზიციაა

ვოლსკი პარლამენტში

„პასუხისმგებლობა ქვეყნისა და პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დესტრუქციას“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. 

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის საქციელს ბოიკოტიც კი არ ჰქვია.

„ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია, რომელსაც იმედია შეიცვლიან, როდესაც კარგად გააანალიზებენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.