პოლიტიკა

გია ვოლსკი: რურუას განაჩენი სასამართლომ უნდა გამოუტანოს და არა "ოცნებამ"

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისთან 2019
16:25 02.06
დაკოპირებულია

"თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

 ვიცე-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება მზად არის ამისთვის.

„რამდენი ხანია მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი“, განხილვები. ამას ყველაფერს შეჯამება ჭირდება და მე არ მეჩვენება რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის.

არავის არ უთქვამს რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები, თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში, რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მითუმეტეს ჩვენ. მაგათ იცით რა უნდათ? აი, ჩვენ მოვითხოვეთ, გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ყავთ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები, წამება მაგ დროს იყო, გინდა ქუჩაში და გინდა საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
„ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔᲗᲘ“ საკუთარ მომხმარებელს გართობის დეგუსტაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔ...
16:20
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახ...
16:12
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერ...
15:33
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
15:23
ხაინდრავას თქმით, ბერძენიშვილის განცხადებაზე რამე სერიოზული შეფასების გაკეთება უხერხულია. გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყ...
„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებ...
ცქიტიშვილი: დიალოგი მიმდინარეობს ქვეყნებ...
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარეობის დიალოგი და ზუსტდება დ...
ეჯაილ ტრანსფორმაცია - ბიზნესის კეთების ა...
თიბისის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილი...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინ...