პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ

ენგურის ხიდი, 2020
15:07 28.03
დაკოპირებულია

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

"ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს - სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია", - აღნიშნა პრემიერმა.

კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
აქ, Tbccredit.ge-ზე, ახლა სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი...
25 წუთის წინ
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარ...
26 წუთის წინ
ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. worldometers -ის მონაცემების თა...
42 წუთის წინ
ისევე როგორც ამერიკის სხვა ბევრ ქალაქში, ნიუ-იორკში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტი რამდენ...
10:48
რუსები კორონავირუსის ვაქცინას ჯარისკაცებზე გამოცდიან რუსეთი კორონავირუსის ვაქცინას სამხედროებზე გა...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სამამულო წარმოების ვაქცინის გამოცდას 50 მოხალისე ჯარისკაც...
საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადე...
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირ...
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვე...
23:13 01.06
ვაშინგტონში "კომენდანტის საათი" დაწესდა
ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, საპროტესტო გამოსვლების გამო, ე.წ. კომენდანტის სა...