მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ფაშინიანი და გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების იმედი გამოხატეს.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას, რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

👉ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

👉შეთანხმების გაფორმების შემდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.