პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 1
18:22 21.09
დაკოპირებულია

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის, ჩვენთან მიმართებაში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ეს დღემდე გამოქვეყნებული არაერთი სოცილოგიური კვლევით გამოჩნდა.

„ეს კვლევები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში და ცხადია, ჩვენ დამოუკიდებლად მოვახდენთ მთავრობის ფორმირებასაც. ამას აჩვენებს ყველა კვლევა, თუ ამას რეალისტურად და ობიექტურად შევხედავთ. რაც შეეხება ,,IPSOS"-ის კვლევებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით იყო წარმოდგენილი, ეს ხომ სასაცილოა და ამაზე რეალური კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. მანამდე გამოქვეყნდა ბატონი კეზერაშვილის „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევები. ეს კვლევებიც კი რადიკალურ აცდენაშია ერთმანეთთან. იმ კვლევებით, რომელმაც „ქართულ ოცნების“ ალოკაციის გარეშე რეიტინგი აჩვენა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ალოკაციის მეთოდით განესაზღვრა იგივე რეიტინგი. ანუ მათი კვლევებიც კი არის ერთმანეთთან აცდენილი. ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების შედეგებით. რაც დრო გადის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ჯგუფების რეიტინგი იკლებს. დღეს რეალურად მათი რეიტინგი 15-17 % -ის ფარგლებში აქვთ, პლუს-მინუს 1-2 %. ეს ხომ ერთი იდეოლოგიის და ერთი ღირებულებების პოლიტიკური ჯგუფებია?! მაგრამ დღეს ერთმანეთს ეკინკლავებიან ამ 15-17 %-ის ფარგლებში, ვინ რამდენი ხმა აიღოს. ჩვენ კი ვფიქრობთ იმაზე, ქვეყანა როგორ განვითარდეს. ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მოხდება“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დ...
28 წუთის წინ
„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რ...
49 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ...
57 წუთის წინ
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
21:37
თურნავა გაზიფიცირებაზე

თურნავა: ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველ...

საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბე...
19:02
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების...
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45...
ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების შ...
დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად...