მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი მარგველაშვილი: რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა პოლიტიკურ კონტექსტში არიან დაკავებული

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

"უგულავა პოლიტპატიმარი გახდა უკვე მაშინ, როცა მოიხადა სასჯელი და გამოვიდა, დაიწყო პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება და ის ამ არგუმენტით შეაბრუნეს. რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა პოლიტიკურ კონტექსტში არიან დაკავებული. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები ცოცხლდება, როცა ისინი პოლიტიკურად არიან აქტიურები. შეხედეთ ხაზარაძის, ჯაფარაძისა და წერეთლის საქმეებს, ისინიც ასევე არიან პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს არის ძალიან ნათელი",- ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტპატიმრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ჯერზე გიგი უგულავა სამართლიანად იხდიდა საჯელს და ამასთან დაკავშირებით კითხვები საერთაშორისო საზოგადოებას არც გასჩენია.

"პირველად უგულავა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე იყო დამნაშავედ ცნობილი და არც ერთ პარტნიორს არ გასჩენია ამაზე კითხვები, როგორც ასევე მერაბიშვილის ჩაჯდომაზე არ ყოფილა კითხვები, კითხვები დაისვა მის გაყვანასთან დაკავშირებით და არა იმაზე სამართლიანად იჯდა თუ არა",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, საქართველოში პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული და ამას ყველა ნათლად ხედავს.