მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი რურუა: მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია

პროკურატურის განცხადებით, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ოპოზიციას მოუწოდებს, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.

“მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“,- წერს სოციალურ ქსელში გიორგი რურუა.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.