მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე დავით ჭიჭინაძეს როგორც კონკურენტს არასერიოზულად მიიჩნევს

დავით ჭიჭინაძე

„ერთი კონკურენტია და ეს არის „დამსხვრეული ოცნებები“, - ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ მას საპარლამენტო არჩევნებზე ისნის რაიონში ორი კონკურენტი - კახა კახიშვილი და დავით ჭიჭინაძე ჰყავს.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია.

„არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. ყველას ვურჩევ, თუ ოპოზიციაში გინდათ ყოფნა, ოპოზიციის ოპოზიციონერობა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ივანიშვილის საქმე. იყოს კანდიდატი. ვინ უშლის ? წავიდეს, იბრძოლოს და მოიპოვოს მხარდაჭერა. ვინ უშლის გამაგებინეთ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვაშაძემ.

კითხვაზე თუ რას ფიქრობს ის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატის კახა კახიშვილის შანსების შესახებ

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს თუ ვინ იქნება წარდგენილი „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან.

„ქართული ოცნების“ მხრიდან კანდიდატების სახელებსა და გვარებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და აზრი. ყველას აქვს ერთი სახე, „დამსხვრეული სახე“, ყველა ერთი და იგივეა. რითი განსხვავდება ის სხვაგან დაყენებული კანდიდატებისგან? არაფერი განსხვავება არ არის, დამიჯერეთ. ჩემთვის ყველა არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის წარმომადგენელი. მათი მხრიდან ნებისმიერი ჩემთვის არის ერთსახოვანი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.