მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“,- ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია, პოლიტიკოსებმა გამოავლინონ პასუხისმგებლობა და დაპირისპირების ნაცვლად, დოკუმენტში გაწერილი პუნქტების განხორციელებაზე კონცენტრირდნენ.

„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობას კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპელმენტაციაზე გვქონდეს ყურადღება. ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ვაშაძის თქმით, რადგან მელია უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, პარლამენტში ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს, რომელსაც ის მხარს დაუჭერს.

„ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს.

მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ - ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌სალომე სამადაშვილი: შეთანხმების თანახმად, შემდეგ ორშაბათს, პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი