მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვოლსკი: 90-იანი წლებიდან მოყოლებული ივანიშვილს არ დაუყვედრებია არაფერი

ვოლსკი პარლამენტში

"100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, იმიტომ რომ ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცს არ დაუყვედრებია არაფერი. იმიტომ, რომ თავად ასეთი არსის ადამიანია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ "POSTV"-ის ეთერში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის ქველმოქმედებას არასდროს ამჟღავნებდა.

"საჭიროა? გააკეთა! კიდევ გახდება საჭირო? კიდევ გააკეთებს! ამის გარშემო ატეხილია უზნეო შეფასებები. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, სულ არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი დარჩება. სამებასთან დაკავშირებით მისი შეფასებები გვახსოვს და არ დაუჩემებია არაფერი. ვინმემ ვიცოდით საერთოდ რა ჩარიცხა, რამდენი ჩარიცხა, იმიტომ რომ ყოველთვის ასეთი მიდგომა და პრინციპი ქონდა. ამასთან ერთად მხოლოდ თანხების ჩარიცხვა არ არის - რამდენი ხალხია დასაქმებული არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში, არამედ საერთოდ. რამდენი ქველმოქმედება უკვე არის გაწეული და რამდენი თანხები შედის ბიუჯეტშიც. ასე რომ ყოველივე ამისგან შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და მითუმეტეს ნეგატიური, ვფიქრობ რომ უზნეობაა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.