მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვოლსკი: ამერიკისთვის მისი პარტნიორის, საქართველოს სტაბილურობა საგანგებო მნიშვნელობისაა

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერით მუდმივად სარგებლობს და ამერიკისთვის მისი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს სტაბილურობა საგანგებო მნიშვნელობისაა. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 17-18 ნოემბერს გაიმართება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში, შიგნით რა პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს, არჩევნების შედეგები როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს სათავეში, მხარში დაუდგება საქართველოს, რომელიც ყოველთვის ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა. პარტნიორობა არ ითვალისწინებს მხოლოდ იმ დახმარებას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ დიდი დოზით აღმოუჩინა ჩვენ ქვეყანას. ახლა საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას რეგიონში, რომელიც ახლახანს ფართომასშტაბიანმა ომმა შეარყია და ასევე, რეგიონში რუსეთის დამატებითი სამხედრო რესურსის შემოყვანამ. ამ დაპირისპირებაში სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობა საკმაოდ დიდია, საკმაოდ აგრესიულია და რასაკვირველია, ამერიკისთვის მისი პარტნიორი -საქართველოს სტაბილურობა საგანგებო მნიშვნელობისაა. ვფიქრობ, რომ სტაბილურობის თემა გამჭოლი ხაზი იქნება ორივე მიმართულებით, როგორც რეგიონალურ საკითხებზე, ისე ორმხრივ ურთიერთობების და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.