მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩს“ ორშაბათიდან პარლამენტში ვიხილავთ“ - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

პარტია „გირჩი“ ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამის შესახებ პარტიის წევრმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ორშაბათიდან პარლამენტში მივალთ. ეს ფორმა არის ერთადერთი სწორი, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში.

თუ შედგა შეთანხმება, ჩვენ ვიქნებით სხვებთან ერთად პარლამენტში. თუ არა და ორშაბათიდან ჩვენ შევალთ დამოუკიდებლად“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში რჩება.

ოპოზიციიდან საპარლამენტო მანდატები ამ დროისთვის პარტია „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებს აქვთ გამოყენებული.