მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩს“ პარლამენტში უნდა შესვლა, მაგრამ წვალობს“ - ელისაშვილი

ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, „გირჩს“ პარლამენტში შესვლა სურს. 

ელისაშვილი ამბობს, რომ „გირჩმა“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო თამამად უნდა მიიღოს.

„ასე 7 პუნქტის თქმა და მერე „მოდი ერთს მაინც დამიკმაყოფილებ“, ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს. ეს საკითხი შეთანხმებულია - რომ იქნება 2024 წლის არჩევნები, ჩატარდება პროპორციული წესით და 3%-იანი ბარიერით.

თუ მართლა უნდათ, რომ ვიმსჯელოთ, შემოვიდნენ და მეტი ხმა დაემატება ბარიერის უფრო მეტად დაწევას. ვხედავ იმას, რომ რაღაცა გზებს ეძებენ. უფრო თამამად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - აცხადებს ელისაშვილი.

„გირჩმა“ საპარლამენტო მანდატების გამოყენების 7 პუნქტიანი გეგმა დაასახელა, რომელთაგან ერთის სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის დეპუტატები პარლამენტში შევლენ.