მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე "ოცნებას": 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

"5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ და შუბლში არ გაგარტყით, მაგრამ ფეხებში მოგხვდათ", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა 5 წუთში 8 ტყუილი თქვა სხდომის დაწყებისას.

"რა იყოს ეს 8 სიმართლე - ყველა ჩემი სიტყვა განმტკიცებულია ოფიციალური სტატისტიკით. საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონში. საქართველო შიმშილის ინდექსში არის ერთ-ერთი ყველაზე უარეს ადგილას. ტრაბახობდით, დისტანციურ სწავლებას ვატარებდით სკოლაშიო, ტელევიზით გაკვეთილებს ვატარებთო და ჩაიშალა ფაქტობრივად სასწავლო პროცესი. საქართველო ბოლო ადგილას არის რეგიონში ინტერნეტიზაციის კუთხით", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მიწვევით, ინტერპელაციის წესით არის მისული.