მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: რურუას გათავისუფლება მოუწევთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მიერ 26 ივნისს გაკეთებულ განცხადებას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, საიდანაც გამოიყოფა ის ფული, რომლითაც შემდგომ ხდება ჩვენი ჯარის მომზადება. სწორედ პოლიტიკური ნაწილი იქნება ასახული, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა და არის პოლიტიკური პატიმარი. პირდაპირ გვარი და სახელია მითითებული გიორგი რურუა. ამიტომ მათ მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ცნობისთვის, რიშის ინიციატივის თანახმად, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.