მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. მხარეებმა, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ავსტრიასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ელჩს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.