მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენული სახელმწიფოა და სამყარომ ეს უნდა დაინახოს

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე

„მთავარია ბოიკოტის გაგრძელება, მაგრამ პრობლემა ორი ნაწილისგან შედგება. ერთია რას ვაკეთებთ დღეს და რას მოვაყოლებთ ამ ბოიკოტს. ერთობა ტაქტიკურ საკითხებშიც მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია.

„დღეს საქართველო თურქმენული სახელმწიფოა და დანარჩენმა სამყარომ ეს უნდა დაინახოს. ქვეყანაში არანაირი დემოკრატიის ნასახი არ არსებობს, ყველა ინსტიტიუცია მიტაცებულია.

თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა მედიაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“, - დასძინა გუბაზ სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში.

სანიკიძეს თქმით, ნებისმიერი განცხადება მისივე მოსაზრებაა.

„როცა მე რაიმე მოსაზრებას გამოვთქვამ, ჩათვალეთ, რომ ეს მხოლოდ გუბაზ სანიკიძის აზრია“, - დასძინა მან.