მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე“ - ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, 88 დეპუტატი, რომელმაც მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა, მონურ მორჩილებაშია და შველას საჭიროებს.

„გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე. ვგრძნობ, რომ ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს,

ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებისგან.“ - აღნიშნავს იგი.

მელიას თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება არა მელიას წინაშე, არამედ ყველა იმ ადამიანის წინაშე გამოტანილი ვერდიქტია, ვინც 20 ივნისს სერგეი გავრილოვის პარლამენტში საპატიო ადგილას ყოფნას აპროტესტებდა.

„მინდა ვუთხრა მთელ საქართველოს ამ ადამიანების სახელით, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და მოდი აქვე ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის პარტიული პოლიტიკის დრო.“ - აცხადებს მელია.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა.

„ერთ მხარეს არის ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს - ოკუპანტი და ივანიშვილის დელეგატები.“ - აცხადებს იგი.

მელიამ განაცხადა, რომ არავის მისცემს ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას.

„ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე, სანამ არ უზრუნველვყოფთ ერთად ამ ქვეყნის თავისუფლებას.“ - განაცხადა მან.

ბოლოს კი, მელიამ მიმართა მის მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.

ინფორმაციისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო.

აგრეთვე იხილეთ:

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს