მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰარცელი არჩევნებზე: მთავარია არა ის თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ევროკავშირის ელჩის ბრიფინგი

„ჩვენთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირი 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ევროკავშირი უპრეცედენტო როლს კისრულობს.

„ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მიზანია დავეხმაროთ ეუთო-ოდირის მისიის ძალისხმევას, ჩვენ ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო თვალისა თუ ყურის საშუალებით.

ჩვენთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის მთავარია არა ის თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს“, - აცხადებს ჰარცელი.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.