მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: არსებობს „ქართული ოცნების“ გზა და „ნაციონალური მოძრაობის“ გზა, ერთი ქუჩაშია - მეორე პარლამენტის ტრიბუნასთან

გირჩის წევრი 2020

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, 11 აპრილს გახდება პარტიის სამოქმედო გეგმა ცნობილი და მათ ამ ეტაპზე ელჩებთან შეხვედრა არ აქვთ დაგეგმილი.

„ქართულ ოცნებას“ საკმარისად შევხვდით. ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, რა ტიპის ურთიერთობა და გაცვლა გვჭირდება ერთმანეთისგან, მაგისთვის შეხვედრა არ არის აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ჩვენი, „გირჩის“ გზა მესამე, თუ, რასაკვირველია, შეთანხმება არ შედგა და მალე არ შედგა შეთანხმება ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

გავაცანით ჩვენი გეგმა ჩვენს სათათბიროს, ხვალ გახდება ყველასთვის საჯარო მისი არსებითი ვერსია. ეს გეგმა უკავშირდება იმას, ჩვენ როგორ ვუყურებთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედგება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში.

იაგო ხვიჩიას თქმით, მათ პარტიას აქვს გეგმა, თუ როგორ მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე და მათ არ თანხმდებიან.

„არსებობს ორი გზა, „ქართული ოცნების“ გზა და „ნაციონალური მოძრაობის“ გზა. ერთი ქუჩაშია, მეორე პარლამენტის ტრიბუნასთან. ჩვენ არ გვინდა არჩევანი გავაკეთოთ ამ ორ პარტიას შორის და „გირჩის“ გზა სწორედ ამის გამოხატულება იქნება. მე არ მაქვს ინფორმაცია შემდეგ რაუნდზე, მაგრამ ბევრ სხვადასხვა ტიპის ჭორს ვისმენთ ჩვენზე, მათ შორის, რას გავაკეთებთ.

ერ გეტყვით, რომ მართლდება, მაგრამ ამ კვირაში მუსირებს ჭორი, რომ რაღაც მოხდება, ამას ჩვენც ველოდებით. სხვა ხალხი არსებობს შეთანხმების ჩამშლელი, ჩვენ რომ ვეუბნებოდით ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზას, ბატონ ვაშაძეს მათ შორის, მაშინ არ დაგვეთანხმნენ. „გირჩი“ დიდი ხანია, ინდივიდუალურად წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი პარლამენტში გადაწყვეტს შესვლას.“ - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.