მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იან კელი: საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა

ყოფილი ელჩი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.

„საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა“, - დაწერა იან კელიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მან ასევე თავის გვერდზე გააზიარა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც პარლამენტს მოუწოდებდა მხარი არ დაეჭირა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“, - დაწერა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.