მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იყო სამი მნიშვნელოვანი გზავნილი“ - ზურაბ ჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Pia.ge

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან​ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე იყო.

მისი თქმით, შეხვედრაზე ელჩისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტის ტექსტი იყო საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება დადებულიყო. ეს არის იდეალური ტექსტი, მაგრამ ეს იყო საუკეთესო შეთანხმება, რაზედაც შეიძლება მიღწეულიყო თანხმობა სხვადასხვა მხარეების მხრიდან.

მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა „ბე“, მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და სრული პასუხისმგებლობის აღება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის საბოლოო გამოსავალი საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის.

ეს იყო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინე. დიდხანს ვსაუბრობდით, როგორც ნახეთ, რამდენიმე საათი. იყო საუბარი, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი“,- აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი​ ოპოზიციის ლიდერებს საქართველოში ლიეტუვის ელჩის რეზიდენციაში შეხვდა.