მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმაზე საუბრის მაგივრად, თუ რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ“ - ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს აფასებს.

„გაუგებარია ამ 6 პარლამენტარის პოზიცია. იმის მაგივრად, რომ აი ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის. აქედან გამომდინარე, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ის 6 პარლამენტარი მიმართავს ევროკავშირს, მერე ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას.

ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია რომ ეს მოხდება. მაშინ, როდესაც მათი დანაშაულია, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. აი ეს არის რეალური სურათი,“ - აღნიშნა მან.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება.

ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არ დაეთანხმნენ.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 ჯორჯ კენტი: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს

🔻 „მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი

🔻 ალეკო ელისაშვილი: როცა არ გინდა რაღაც, თავსაც იტყუებ, უცხოელებსაც ატყუებ და ქვეყანასაც