მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: არის რუკები, რომლებზეც ახალი ოსმალეთის ფარგლებშია აჭარა, გურია და სამცხე ჯავახეთი 

ალიანსის ბანერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი განმარტავს ალიანსის იმ ბანერის დატვირთვას, რომელზეც აჭარის რეგიონი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად გამოყოფილია წითლად, როგორც ოკუპირებული ტერიტორია.

ინაშვილის თქმით, ბანერი ამ ფორმით იმიტომაა წარმოდგენილი, რომ აქცენტი კეთდება თურქეთის მიერ აჭარის ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე.

როგორც ინაშვილი განმარტავს, რეგიონში ყველა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობა და ბიზნესცენტრი ეკუთვნის თურქ ბიზნესმენებს.

„თურქეთი ხსნის წამგებიან ბიზნესებს საქართველოში, იმისთვის, რომ იქ მოიკიდოს თურქულმა ბიზნესმა ფეხი. ქართულმა ბიზნესმა კი ვერა და ვერ გაიხარა აჭარაში. სწორედ ესაა ეკონომიკური ექსპანსია, იდეოლოგიურში კი ვგულისხმობ იქ გახსნილ თურქულ საბავშვო ბაღსა და სკოლას, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქართული განათლების სტანდარტებს“. - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე განცხადებით, თურქები გეგმავენ ახალი ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბებას და აქვთ უამრავი რუკა, რომლებზეც აჭარა, გურია და სამცხე ჯავახეთი მოქცეულია ახალი ოსმალეთის ფარგლებში.

„ჩვენ გვახსოვს დავით ოღლუსა და ერდოღანის განცხადებები, ისინი საუბრობენ ახალ ოსმალეთის იმპერიაზე. არის მთელი რიგი რუკები, რომლებზეც იგივე აჭარა, გურია, სამცხე ჯავახეთი მოქცეულია ახალი ოსმალეთის ფარგლებში. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ამ წლების განმავლობაში ეს ექსპანსია გაძლიერდა, უნდა დავიცვათ აჭარა და საქართველო“. - განაცხადა ინაშვილმა.

დღესვე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი საღებავებით დააზიანეს. ინაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბანერის დაზიანების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით მიიღო და ეს მოულოდნელი არ ყოფილა.