მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: კარგი იქნება თუ დიალოგს დავასრულებთ პოზიტიური შედეგით

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი

9 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან დასრულდა. ამასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიცია, არ მაქვს პრობლემა რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, ჩვენ მუდმივად ვართ ხაზზე.

თავისთავად შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არ გახლავთ კორექტული, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დიალოგს არასდროს არ აქვს ალტერნატივა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და კარგი იქნება, თუ დავასრულებთ პოზიტიური შედეგით“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

📌 ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 არჩილ თაკალვაძის კომენტარი ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგ