მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინტერვიუ: დებატები საქართველოს შრომის ბაზრის რეფორმებზე

ინტერვიუ ცქიტიშილთან

საქართველოს შრომის კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდების სერიის პირველი შეხვედრა. მარცხნიდან მარჯვნივ: კარლ ჰარცელი- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის შრომის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი, ზაქარია შველიძე - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ექსპერტი, და საქართველოს პარლამენტის შრომის კოდექსის რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის იურიდიული კონსულტანტი, ვაკო ნაცვლიშვილი -საქართველოს პარლამენტის შრომის კოდექსის რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის იურიდიული კონსულტანტი. თბილისი, 2019 წლის 22 ოქტომბერი. 

რეფორმა უტოლდება რეგულაციების მოხსნას. ეს თაობების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ ევროპის კონვენციური სიბრძნე. თუმცა, რაღაცეები იცვლება. პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ქვეყანა რეაგირებს საკუთარ შრომის კოდექსზე. 

საქართველოში შრომის უფლებების განხილვა უმნიშვნელოვანესია ხარისხობრივი ცვლილებების მისაღწევად. ქვეყანა ისწრაფვის, რათა რაც შეიძლება დროულად მიიღოს განვითარებული სახელმწიფოს წოდება. ეს მისწრაფება თავის მხრივ მოითხოვს ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, რომლებიც სცილდება ადგილმდებარეობის ფაქტორს, საჭიროებს ბიუროკრატიის შემცირებას, მართლმსაჯულების ეფექტურობას და ბაზარზე წვდომას. „დიდ ლიგაში“ ყოფნა უფრო და უფრო მეტ ნიჭს მოითხოვს: მომზადებული, ჯანმრთელი, უსაფრთხოდ მყოფი მუშახელი, რომელსაც აქვს სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსი, ღია ჰორიზონტი და არის შემოქმედებითი.

საქართველოს მთელი სერიოზულებით აქვს გადაწყვეტილი იქცეს გლობალურ საინვესტიციო მიმართულებად. 2006 წელს მთავრობამ წამოიწყო შრომის ბაზრის რეგულირების მასშტაბური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა კორუფციის აღმოფხვრას, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებას. ქვეყანა ამჟამად განიხილავს ამ სტრატეგიას. ჩვენ გავესაუბრეთ პარლამენტის ერთერთ წევრს, რომელიც „ხელახალი განხილვის“ ამ პროცესის მიღმა დგას. 

დიმიტრი ცქიტიშვილი არის პოლიტიკური ეკონომისტი, რომელიც კვლევებს ატარებდა, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე შრომის პოლიტიკაში. ის ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შრომის კოდექსის რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს. ცქიტიშვილს აქვს ევროპის სოციალურ-დემოკრატიულ პოლიტიკაში მონაწილეობის ოც წელზე ნაკლები გამოცდილება და მხარს უჭერს შრომის ბაზრის რეფორმების მიმართ სოციალური პარტნიორობის პრინციპის გამოყენებას. ის პარლამენტში არჩეული იქნა 2016 წელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მიმდინარე დებატების გამართვაში, თავდაპირველად როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი და შემდეგ, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტარი. 

„European Interest“: აქცევს თუ არა შრომის რეგულაციების მოხსნა საქართველოს ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანად? 

დიმიტრი ცქიტიშვილი: თეორია და პრაქტიკა ყოველთვის თანხვედრაში არ არის. სააკაშვილის მთავრობამ 2006 წელს დააკნინა კოლექტიური შრომითი დავის მნიშვნელობა და აღმოფხვრა შრომითი უფლებები. თავის თავად საქართველო მისდევდა მარტივი დაქირავების და მარტივად გათავისუფლების კონვენციურ მიდგომას. ამ პრინციპის წარდგენას მოჰყვა უმუშევრობის 12%-დან 15%-მდე ზრდა, რადგან სამსახურიდან დათხოვნა მნიშვნელოვნად გამარტივდა, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნა ავტომატურ პროცესს არ წარმოადგენს. რაც ყველაზე ცუდია, სამუშაოს ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. გაიზარდა შრომითი საფრთხეები. ბევრი ადამიანი პირდაპირი გაგებით დაზიანდა ან დაიღუპა სამუშაოს შესრულებისას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკა არის საშუალება და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ „სამუშაო ძალაზე“, რომელსაც გარკვეული უფლებები გააჩნია. ეს არის ნაწილი იმისა, რასაც „ცხოვრების ხარისხს“ ვუწოდებთ.

ჩვენ სტატისტიკაში ვეძებთ იმას, რაც შეესაბამება ჩვენს თეორიულ წინასწარ შეხედულებებს. რეგულაციების გაუქმების ავტორები ამბობენ, რომ რეფორმის ეფექტები სწორხაზოვანი არ არის და წარმოადგენს „შეთავაზების ფასეულობის“ ნაწილს. მათ, ვინც სამუშაოს ხარისხს მოიაზრებს განვითარების სტრატეგიის ნაწილად შეიძლება საპირისპიროდ გვითხრან, რომ სამუშაო ხარისხის დეგრადაცია დროთა განმავლობაში ამცირებს სამუშაო ძალის ხარისხსა და პროდუქტიულობას, და ეკონომიკის მთლიან კონკურენტუნარიანობას. თხუთმეტ წელზე ხანგრძლივი პერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ფაქტები და დროა საფუძვლიანად გადავაფასოთ ჩვენი მოდელი. ეს არის შესაბამისი და დროული საკითხი. 

საქართველოს მთავრობამ სახელი გაითქვა უაზრო რეფორმების ინიცირებით. ხომ არ გინდათ თქვათ, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო განხორციელებული პოლიტიკის შედეგებზე დაყრდნობით გაკვეთილის მიღება

კიდევ ერთხელ, ჩვენ ვითვისებთ რეალობის იმ ნაწილს, რომელიც უკეთ შეესაბამება ჩვენს წინასწარ შეხედულებებს. და, არცერთი პოლიტიკა არ არის სრულიად წარმატებული ან სრულიად წარუმატებელი. ჩვენ უნდა განვიხილოთ სისტემა, რათა დავიცვათ წონასწორობა ჩვენი ეკონომიკის არსებულ ვითარებასთან მიმართებით. მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკა არის საშუალება და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ „სამუშაო ძალაზე“, რომელსაც გარკვეული უფლებები გააჩნია. ეს არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ „ცხოვრების ხარისხს“ ვუწოდებთ. 

ვითარება გაუმჯობესდა 2013 წელს, როდესაც შესწორება შევიდა შრომის კოდექსში და აღდგა კოლექტიური დავის გარკვეული უფლებები. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოში დაარსდა შრომის ინსპექტორის სამსახური, თუმცა შეზღუდული მანდატით. 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური საპარლამენტო დებატები შრომით საფრთხეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ დებატების შედეგად 2019 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებით. პროგრესი არასდროს არის სწორხაზოვანი, მაგრამ ამ პარლამენტმა და ამ მთავრობამ შეძლო არგუმენტის ორივე მხარის დანახვა. 

მმართველობა არ შემოიფარგლება რეგულაციების გაუქმების გადამწყვეტი ნაბიჯით. რეგულაციები იწვევს სიახლეებს და პროგრესს. ეს არის ევროპული პოლიტიკის არსი.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველომ დანერგა ჭეშმარიტად „ევროპული“ შრომის უფლებების რეჟიმი, რასაც არ უნდა გულისხმებოდეს ეს რეჟიმი?  

კიდევ ბევრი რამის გაკეთება დაგვრჩა. ჯერ კიდევ უხეშად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები და არსებობს შრომით საფრთხეები სხვადასხვა სფეროებში. მსგავსი რეალობა აუარესებს საქართველოს ზოგადად დედებით რეპუტაციას საზღვარგარეთ, რადგან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები აგრძელებენ რეალობის ამსახველი ანგარიშების წარდგენას. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ბალანსი და ამ მიზნამდე გრძელი გზა არის გასავლელი. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სრულყოფილი და ფუნქციური შრომის ინსპექციის სამსახური წარმოადგენს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით და საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA). 

როგორია მომდევნო ნაბიჯი?

კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს აერთიანებს ევროკავშირის 11 დირექტივას, რომელთაგან ყველა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას ნაწილს, და შესაბამისად საქართველოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. 

კანონპროექტზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, UNDP, USAID, GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ მივყევით სოციალურ პარტნიორებს შორის დავის პროცესს: დასაქმებულები, დამსაქმებლები და მთავრობა. ჩვენ განვსაზღვრეთ განსხვავებები და წავედით კომპრომისებს. ამჟამად მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ახალ ეტაპზე გადასვლა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარს უჭერენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები. როგორც ყოველთვის პარლამენტის წევრებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და მათ მთავარ მიზანს განსაკუთრებული ინტერესების დაცვას წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სრულყოფილი და ფუნქციური შრომის ინსპექციის სამსახური წარმოადგენს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით და საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA). 

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გამო ბევრი დრო არ არის დარჩენილი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. პარლამენტმა უნდა განაგრძოს განხილვა და კენჭი უყაროს კანონპროექტს, ვიდრე პროცესი ჩაახშობს  კანონს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს სახელი. მმართველობა არ შემოიფარგლება რეგულაციების გაუქმების გადამწყვეტი ნაბიჯით. რეგულაციები იწვევს სიახლეებს და პროგრესს. ეს არის ევროპული პოლიტიკის არსი.

ევროპული თუ არა, რისგან შედგება ეს რეფორმები?

უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, ეს არ არის რევოლუციური პროგრამა და არც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ეს არის საბაზისო რეფორმების ნაკრები, რომელიც ოთხი საყრდენისგან შედგება:  პირველი, სტანდარტული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც წარმოადგენს ყველასთვის თანაბარი ანაზღაურების მიცემას, და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განსაკუთრებული ზომების დამკვიდრების გარანტიას. მეორე, არსებობს დროის მართვის ფუნდამენტური ხერხი, რაც განსაზღვრავს ზეგანაკვეთურ სამუშაოს და ადგენს ანაზღაურების სტანდარტებს. მესამე, კანონი ნერგავს სოციალური დიალოგის პრინციპს, რაც ხელს უწყობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის სტრუქტურული მოლაპარაკების ჩამოყალიბებას, რაც ჩემი აზრით მომავალში აგვარიდებს სოციალურ არეულობას და ხანგრძლივ აქციებს.

და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი, კანონი ითვალისწინებს შრომის ინსპექტორის დირექტივას. ამ კანონით შრომის ინსპექტორი აღჭურვილია დამოუკიდებელი და ძლიერი მანდატით, რაც შესაძლებელს ხდის ფუნდამენტური სამუშაო სტანდარტების დაცვას. 

კანონი ასევე არეგულირებს სტაჟირების საკითხს, რათა დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის ჩამოყალიბდეს სწორი ურთიერთობები, და დაიხვეწოს სამუშაო გარემო ისე, რომ არ შეილახოს ახალგაზრდა ადამიანის უფლებები.

რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ღირებულებებს უკავშირდება. როგორც ჩემი, როგორც სოციალური დემოკრატის პოლიტიკური მსოფლმხედველობა სოციალურ კავშირს ეფუძნება. მე მჯერა, რომ ქვეყანა ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც თავისთავში გულისხმობს დასაქმებულთა ფუნდამენტურ უფლებებს. ამ უფლებების დამკვიდრება არის ის მიზანი, რომლის გამოც მე პარლამენტის წევრი გავხდი.

გულახდილად რომ ვთქვა, მე მჯერა, რომ ფასეულობებზე დაფუძნებული ეს საზოგადოება ამავე დროს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საფუძველს. ჩვენ არ გვინდა, რომ დისკრიმინაცია, შეურაცყოფა და სხვა სახის ანტი-სოციალური ქცევები სამუშაოზე „მიმზიდველი“ იყოს საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ჩვენ გვესაჭიროება სოციალური და შრომითი ურთიერთობების ახალი კულტურა,  რათა თავიდან ავირიდოთ გადატრიალება და შევქმნათ საინვესტიციო გარემო, რომელშიც ყველა ინვესტორს შეუძლია მიიღოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი და უკეთესი სამუშაო გარემო. 

როგორც მითხარით ამ კანონზე მუშაობა დაიწყეთ, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრმა და მუშაობის პროცესში გადახვედით ოპოზიციაში. როგორ გგონიათ შეძლებთ საკმარისი მხარდაჭერის მოპოვებას? და რაც შეეხება სოციალურ პარტნიორობას, როგორ რეაგირებს ამაზე ბიზნეს საზოგადოება? 

დიახ, ამ კანონზე მუშაობა დავიწყე ერთი წლის წინ, როდესაც უმრავლესობის წევრი ვიყავი, მაგრამ გასული წლის ნოემბერში მე დავტოვე მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, მე ვაგრძელებ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და კვლავ ვსარგებლობ უმრავლესობით ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.

ეს კანონპროექტი ხელმოწერილია მმართველი პარტიის გავლენიანი წევრების მიერ და იმედს ვიტოვებ, რომ მრავალმხრივ მხარდაჭერას მოვიპოვებთ. მაგრამ ეს პიროვნული პრობლემა არ არის. პროექტის მომზადების პროცესში მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან. რა თქმა უნდა, ყველა არ ეთანხმება ევროპული ტიპის სოციალურ დიალოგს და ბევრი იქნება დამოკიდებული პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოზიციაზე. ბევრი თვალსაზრისით, ეს მისთვის ლაკმუსის ტესტია, ვინაიდან დასაქმებულთა უფლებებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის წონასწორობის შენარჩუნება მისი პასუხისმგებლობაა. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გვინდა მივყვეთ ევროპული პოლიტიკის ტრაექტორიას, უნდა გავითავისოთ, რომ ეს ორი ინტერესი ურთიერთდაკავშირებულია, ან ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს.