მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: განახლებული ენერგიით შევძლებთ ქვეყანა გამოწვევებიდან გავიყვანოთ

თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდითა და ენერგიით ქვეყანას წარმატებას მოუტანს. 

„ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს. „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და სხვა მოვლენებზე.

განახლებული ენერგიით შევძლებთ ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დავძლიოთ ერთიანი ძალისხმევით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ.

👉 ინფორმაციისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

👉 „ქართული ოცნების“ წევრებმა ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

„ქართული ოცნება“ იმსახურებს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე იმსახურებს „ქართულ ოცნებას“ - ხატია დეკანოიძე