მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინოა, ჩვენი ერის სირცხვილია

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ზოგს კომპრომატებითა და ზოგს ფულით აშანტაჟებს.

„ის ღალატი და უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ.

გამოდის ეს მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის სირცხვილი, ჩვენი ჯარის სირცხვილი და ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ.

დაარბია, დახოცა, ხალხი აწამა, ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო?

და ამათ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება?

სააკაშვილი იყო ის პირი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში და როდესაც თვითმფრინავის ხმა გაიგო განერთხა მიწაზე, გაიქცა და მიატოვა სტუმარი, რომელიც გაოგნებული უყურებდა.

ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის, ძალადობს თავის გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ფულით და ა.შ.

ეს ქაოსი დასრულდება ძალიან მალე, ასე გაგრძელება არ შეიძლება“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა