პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს

თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოსვლისას
14:07 17.10
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს.

ღარიბაშვილის თქმით, ვეტერანები ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლების დამცველები არიან.

„პატივცემულო ვეტერანებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო და ერთგულო დამცველებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე!

თქვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ბრძოლის ველზე ერთგულად ემსახურეთ ქვეყანას, საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას და გააგრძელეთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების მხედრული ტრადიციები. ამიტომ თქვენი პატივისცემა ჩემთვის ნიშნავს იმ ღირებულებების დაცვას, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლო, მისი ერთიანობა და თავისუფლება. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობები.

მე ქედს ვიხრი თქვენი დამსახურების წინაშე. ქედს ვიხრი იმ მამაცი მეომრების, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა, მაგრამ მათი გმირობა და თავდადება დარჩა, რომელიც სამაგალითოა თითოეული პატრიოტი მოქალაქისთვის.

თქვენ გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო ვალშია თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა გითხრათ რომ თქვენი შემართება, შრომა და სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არ...
23:37 19.10
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლ...
23:04 19.10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობ...
22:42 19.10
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომ...
22:33 19.10
კორონავირუსის დეზინფექცია COVID 19 - სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის დე...
სამუშაო ადგილზე COVID 19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები, მათ გამოყენებამდე...
21:47 19.10
19:52 19.10
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართ...
19:28 19.10
ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გ...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არ...
19:24 19.10
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგ...
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორ...