მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტი ოპონენტების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს

ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახეთში.

25 იანვარს ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე რეგლამენტში ცვლილების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ცვლილება არ არის გამოწვეული მხოლოდ კონკრეტული საპარლამენტო ვითარებიდან გამომდინარე.

„ეს ინიციატივა გამომდინარეობდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი კონკრეტული მოცემულობიდან და ამავდროულად არჩევნების შედეგებიდან.

ეს ახალი რეგულაცია, რომელიც რეგლამენტში შემოდის, მხოლოდ და მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტში იმუშავებს და შემდეგი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი გააგრძელებს ძველი რეგლამენტის რედაქციით მუშაობას.

ამასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ველი დავტოვოთ იმისათვის, რომ პარლამენტის 150 დეპუტატს ჰქონდეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გააზრების საშუალება.

რეგლამენტის ყველა რესურსი ბოლო წუთამდე მივიყვანეთ, რათა განხილვა ყოფილიყო კანონის ჩარჩოებში და მაქსიმალური დაგვეტოვებინა ყველასათვის საკუთარი გადაწყვეტილების მისაღებად.

საკომიტეტო სხდომები ჩატარდება 26, 27 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთვის უკვე დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტი განიხილავს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს 27 და 28 იანვარს და შემდეგ წარდგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად.

იხილეთ აგრეთვე:

მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას რომელიც შემუშავდა და განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ