„ექსპო ჯორჯიაში“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობს, პარტიის წევრებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
პარტიის წევრებმა ირაკლი კობახიძეს ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.
ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებისთვის, ხოლო გუნდის წევრებს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის დიდი გამოწვევაა, რასაც გუნდმა თავი წარმატებით უნდა გაართვას.
👉 ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას დაასახელა.
👉 პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 11 იანვარს გააცნო.
აგრეთვე წაიკითხეთ: