მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

„უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ სჭირდება ფაქტს.

„ფაქტი არის თვითონ კომენტარი - მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც მორიგი უპრეცედენტო მაგალითის ისეთი ქველმოქმედების, რაც, ბუნებრივია, ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.