მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი სესიაშვილი: ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან 2019

„ირაკლი ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ძალიან აქტიურად იყო ყოველთვის ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს თავად, მიანიშნებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრობლემების მიმართ“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის კახეთში წარდგენას.

მისი თქმით, ირაკლი ქადაგიშვილი მუნიციპალიტეტის პრობლემებში კარგად ერკვევა და ის უშუალოდ იყო ჩართული ამ რეგიონის პრობლემების მოგვარებაში:

„ქადაგიშვილი ბოლო ოთხი წელიწადი გახლდათ კახეთის გუბერნატორი. შესაბამისად მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არა მხოლოდ კარგად ერკვევა მუნიციპალიტეტის პრობლემებში, არამედ უშუალოდ ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში და ცხადია, საკანონმდებლო ორგანოდან მას მეტად შეუძლია კონცენტრირებული იყოს პრობლემებზე და ამიტომ ვთვლი, რომ მისი მხარდაჭერით ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანისა და მისი მოგვარების ამბავში. გარდა ამისა უწესიერესი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა მას მხარდაჭერას გამოუცხადებს „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ,“ - აღნიშნა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.