მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის, არ აქვს მნიშვნელობა პირადად, თუ მისი მეგობრები

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა Pia.ge

„ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს, არ აქვს მნიშვნელობა პირადად, თუ მისი მეგობრები“ - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყოველი ადამიანის ქცევა, მნიშვნელობა არ აქვს სტატუსს, ექვემდებარება კონსტიტუციას და სამართლიან გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ნიკა მელია ცნობილია თავისი პროვოკაციებით და გამოხტომებით.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყოველი ადამიანის ქცევა, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ექვემდებარება კონსტიტუციას და სამართლიან გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს, არ აქვს მნიშვნელობა პირადად ის, თუ მისი მეგობრები. ჩვენ გვახსოვს ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური გუნდელებისგან, რომ არ გადაიხდიან, მაგრამ მოუწიათ გადახდა. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ვურჩევ ბატონ მელიას, ნუ დაექვემდებარება ამ შანტაჟს და ნუ დაიწყებს პროვოკაციას. მან დაარღვია კანონი, ისევე როგორც სხვა რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც გადაიხადეს გირაო და თვითონაც გადაიხადოს. მას მოუწევს გადახდა, თუ არა და თავის თავს გამოუტანს ამით განაჩენს, ის იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ. ამას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.