მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის ყულფი, რომელიც მოჭერილია „ქართული ოცნების“ კისერზე, ყოველდღიურად ვიწროვდება“ - უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი

„ხელისუფლების მხრიდან ვერცერთი ნაბიჯი ვერ ვნახეთ გადადგმული იქითკენ, რომ საერთო ძალებით დაგვეძლია ეს პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, პროცესში ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხოლო ოპოზიციასაც თავისი, რაც კარგად გაცნობიერებული აქვს.

„ის პოზიცია რაც ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. სურს თუ არა ეს ხელისუფლებას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ქვეყანას უბრალოდ არ გააჩნია.

რამდენადაც ჯიუტ პოზიციაში არ უნდა იდგეს „ქართული ოცნება“, რომ არ აპირებს არაფრის დათმობას და ამ პოზიციაში ყოფნას აპირებს, ხეირს ბუნებრივია ქვეყანას არ მოუტანს. ის ყულფი, რომელიც მოჭერილია „ქართული ოცნების“ კისერზე ის ყოველდღიურად უფრო დავიწროვდება. იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ ამ პრობლემის თავი და თავი არის სწორედ ხელისუფლება.

ამ პროცესში ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია და ოპოზიციასაც თავისი, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ოპოზიციის მხრიდან იმისათვის, რომ ეს კრიზისი გადაილახოს, მაგრამ ყველა გზავნილი იწყება იმით, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად. ხელისუფლების მხრიდან ვერცერთი ნაბიჯი ვერ ვნახეთ გადადგმული იქითკენ, რომ საერთო ძალებით დაგვეძლია ეს პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკების პროცესი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლევან იოსელიანი: მოვიდა დრო, პარტიებმა ინდივიდუალურად გადადგან ის ნაბიჯი, რაც ქვეყნის ინტერესშია