მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს“- დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე

„ის ფაქტი, რომ დანიელსონის მხრიდან დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბუნებრივია აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ შეთანხმება შესაძლებელი გახდება“- განაცხადა პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ.

ის აღნიშნავს, რომ დღეს კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება.

„მე დღესაც პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხედვა აქვს „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ დანიელსონის მხრიდან დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბუნებრივია აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ შეთანხმება შესაძლებელი გახდება.

პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების, ინდივიდუალური პირების ხელმოწერა იქნება.

ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისათვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება.

მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ. სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ნახავს, მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შეთანხმებით დასრულება. ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅ალეკო ელისაშვილი: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა დათმოს, ეს მართლა უხერხულია

✅ვახტანგ მეგრელიშვილი: დღეს უნდა დასრულდეს 5 თვიანი ეპოპეა

✅„არ ვიცით რას დადებს, წარმოდგენა არ გვაქვს“ - ზურაბ ჯაფარიძე დანიელსონზე