მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი“ - გიორგი ვაშაძე ნიკა მელიაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერის არჩევნებში არ დაუჭერს.

„ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომლებიც საინტერესო იქნება თბილისისთვის.

აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავდროულად გიორგი ვაშაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა ადმინისტრაციულ კოდექსში აღნიშნული ცვლილებები მოხსნას.

„მიუხედავად ამ ცვლილების მიღებისა დაჩქარებული წესით, მე ვაპირებ, რომ პირიქით, ახლა კიდევ ერთი ინიციატივა გავაკეთო და მოვხსნათ ეს ცვლილებები, ამის განხილვას დავაბრუნებთ ჩვენ პარლამენტში.

მეთოდი ეს არის სწორედ, რომ მე ვერავინ ვერ ამიკრძალავს საკანონმდებლო ინიციატივას უკვე და მე ვაპირებ, რომ შევიდე ინიციატივით და „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, რომ დავაბრუნოთ უკან ის რედაქციები, რაც იყო და არ გვინდა დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები პროტესტის გამოხატვის დროს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მათი მერობის კანდიდატი დიდი ალბათობით ნიკა მელია იქნება და ოპოზიციისგან მხარდაჭერას ელია.